Non-verbal communications. არავერბალური კომუნიკაცია
კომუნიკაცია არის ის უმნიშვნელოვანესი ცნება და მოვლენა, რომელიც ოდითგანვე ამყარებდა ადამიანების და არა მარტო მათ არსებობას. ურთიერთობაში, უპირველეს ყოვლისა,მოიაზრება ვერბალური კომუნიკაცია, რომელიც ინფორმაციის სიტყვიერი გადაცემის გზაა.
თუმცა, არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციის არავერბალურ სახეს, რომლის დროსაც ინფორმაცია გადაიცემა არა მეტყველებით, არამედ სხეულის ენით – სახის გამომეტყველებით, პოზით, ჟესტებით, მიმიკებით, თვალის კონტაქტით და სხვა.