მეტალები
მეტალების ფიზიკური თვისებები 1.რკინა:თავისუფალ მდგომარეობაში — მოვერცხლისფრო-თეთრი ფერისა რუხი ელფერით.ის პლასტიურია ფლობს კარგად გამოკვეთილ მაგნეტიკურ თვისებებს. 2. ლითიუმი:სუფთა ფორმით ლითიუმი რბილი მოვერცხლისფრო თეთრი მეტალია, რომელიც სწრაფად იჟანგება ჰაერზე და წყალში. ის ყველაზე მსუბუქი მყარი ელემენტია და ძირითადად გამოიყენება სითბოს გამტარებში, ბატარეებში და ასევე, როგორც კომპონენტი ზოგიერთი სახის მედიკამენტებში. ის ასევე მსუბუქი მეტალია მისი სიმკრივა 0,5 გ/სმკუბი 3.კალიუმი:მოვერცხლისფრო-თეთრი მეტალია. ძალიან მსუბუქია, ადვილად იჭრება დანით. 4.ვერცხლისწყალი: ერთადრეთი ლითონია რომელიც ბუნებრივ პირობებში თხევად მდგომარეობაშია მას გააჩნია ყველაზე დაბალი ლღობის ტემპერატურა (-38,9 ცელსიუს გრადუსი) 5.ვოლფრამი: მაგარი რუხი მეტალია, ის გამოიყენება მეტალურგიაში როგორც ყველაზე ძნელღობადი მეტალი, მისი ტემპერატურა (3420 ცელსიუს გრადუსი) მეტალების გამოყენება 1)რკინა-რკინა შეიძლება შედიოდეს სხვა ლითონების საფუძველზე არსებული შენადნობების შემადგენლობაში - მაგალითად, ნიკელის. რკინა ყველაზე გამოყენებადი ლითონია, მასზე მოდის მსოფლიო მეტალურგიული წარმოების 95 %. 2)ლითიუმი-ძირითადად გამოიყენება სითბოს გამტარებში, ბატარეებში და ასევე, როგორც კომპონენტი ზოგიერთი სახის მედიკამენტებში, კერძოდ ნერვულ სტაბილიზატორებში. 3)კალიუმის მარილები უმთავრესად გამოიყენებიან სასუქებად. კალიუმის უკმარისობა ნიადაგში შესამჩნევად ამცირებს მოსავალს და მცენარეთა წინააღმდეგობას არაკეთილნაყოფიერი პირობების მიმართ. 4. ვერცხლისწყალიგამოიყენება საზომი ხელსაწყოების დასამზადებლად, ვაკუუმის ტუმბოების, შუქის წყაროების და მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. 5)ვოლფრამი- ის ძირითდად გამოიყენება მეტალურგიაში როგორც ძნელადდნობადი მასალების საფუძველი.